პრეზიდენტი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალებას არ გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი პატიმრებს პოლიტიკური ნიშნით არ შეიწყალებს.
„ამის შესახებ იყო განცხადება გაკეთებული და თქვენთვის ეს არის ცნობილი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პოლიტიკური ნიშნით შეწყალება არ იქნება“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.