გიორგი მარგველაშვილმა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პოლიტიკოსის არმოწონება არჩევნებზე არმისვლაში არ უნდა გამოიხატოს.
„ქართულმა საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს არჩევნებზე. პოლიტიკოსის არმოწონება არჩევნებზე არმისვლაში არ უნდა გამოიხატოს. თითოეულმა თქვენგანმა, თქვენმა ოჯახის წევრმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი პოლიტიკოსი მაინც მეტნაკლებად მოსწონთ, თუ თქვენ არ მიხვალთ არჩევნებზე, ამით პოლიტიკოსები არ დაზარალდებიან, მაინც რომელიღაც პოლიტიკოსი გახდება პარლამენტის წევრი, არამედ, დავზარალდებით ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება, რადგან, ის პოლიტიკოსი თქვენთან არ იქნება პასუხისმგებელი. ის იტყვის, რომ „აი, სულ 3-მა, 4-მა კაცმა ამირჩია და მათზე ვიფიქრებ და დანარჩენებს ეტყობა არ აინტერესებთ, როგორ ვიმართებით, რას ვშვებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.