პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა., რომ გუშინ, 19.00 საათზე საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებები, დღეს დილით კი, პრეზიდენტმა დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოაგზავნის ვენეციის კომისია თავის დაკსვნას. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოაწეროს ხელი კანონპროექტს, თუ დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს“,-აღნიშნა იმერიშვილმა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად 10-დღიანი ვადა აქვს.
„ვენეციის კომისიასადმი წერილში არის თხოვნა, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოაგზავნონ დასკვნა. იმედი გვაქვს, ეს იქნება შესაძლებელი. ვეტოსთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული“,-განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
ამასთან, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, ვენეციის კომისიაში პარლამენტმა გუშინ გადააგზავნა. ამის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი.