ლეიბორისტების ლიდერმა სტუდენტებთან შეხვედრები დაიწყო. შალვა ნათელაშვილი დღეს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. პოლიტიკურმა ლიდერმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
„გომელაურის წარმომადგენელმა ჩამოუარა რექტორებს და კატეგორიულად გააფრთხილა, რომ ჩვენთან შეხვედრის ორგანიზება არ გაბედონ. მე აქედან ვპირდები ბატონ გომელაურს და მის თანამებრძოლებს, რომ ძალიან მალე ევროპასა და ამერიკაში ვიზები არ ექნებათ და თავიანთ კოლეგებს იქ ვერ შეხვდებიან. იმიტომ, რომ მათი არც ერთი კოლეგა დემოკრატიულ სამყაროში არ არის დაკავებული ოპოზიციის დევნით,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.