ჩვენ ვაგრძელებთ მეორე ასპირანტ ქვეყანასთან-საქართველოსთან მუშაობას. დარწმუნებილი ვარ, რომ ვარშავის სამიტი აღიარებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გენერალურმა მდივანმა ყურადღება ნგაამახვილა მონტენეგროსთან ალიანსში გაწევრიანებაზე ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნა, რომ ნატო საქართველოსთან მუშაობას აგრძელებს.
"ხვალ მონტენეგროს ნატო-ში მიღების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი რჩება ღია. ჩვენ ვაგრძელებთ მეორე ასპირანტ ქვეყანასთან-საქართველოსთან მუშაობას. დარწმუნებილი ვარ, რომ ვარშავის სამიტი აღიარებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს და კვლავ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებას ვუზრუნველყოთ საქართველოსთვის ძლიერი პოლიტიკური, პრაქტიკული მხარდაჭერა და თანამშრომლობა რომ განახორციელოს რეფორმები, შექმნას ინსტიტუტები და გააძლიეროს შესაძლებლობები შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის”, - განაცხადა გენერამურმა მდივანმა.
მისვე თქმით, ნატო დაიცვას საქართველოს უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვცეტილება ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
არაერთხელ განვაცხადე მოკავშირეებთან, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერა. ასე რომ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, დაიცავთ მის უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დავეხმარებით ნატოს წევრობასთან დაახლოებაში" - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.