ქ. სოფიაში გაიმართა ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღოსაქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით. აღნიშნული მინისტერიალის შედეგად მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ესტონეთს.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი თემა იყოდემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლის უზენაესობის როლი კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხში.სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოსოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ამ ტერიტორიებზეადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის ხაზი გაესვა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას.
მინისტრი ასევე შეეხო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2016 წლის 4 მაისს მიღებულგადაწყვეტილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივიკონტროლის მქონე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ქართულენაზე განათლების მიღების უფლება; შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხოდა ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად; მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება ან შეზღუდვაადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთაუკანონო დაკავება; დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან; გამოიძიოსადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე.
მინისტერიალზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთესორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. გამოსვლებში, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეოუწყებების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ევროპაში არსებული კონფლიქტების მოგვარების გადაუდებელ აუცილებლობაზე.
მინისტერიალზე გამოითქვა შეშფოთება რუსეთის დესტრუქციული ქმედებებისა და ანექსიური პოლიტიკის გამო, რაცმრავალი ქმედებით, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით გამოიხატა. ასევეუარყოფითად შეფასდა ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმისგამართვის შესახებ გაკეთებული განცხადება. საკუთარ გამოსვლებში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთამინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებისფაქტებზე. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და ხაზი გაუსვესოკუპირებულ რეგიონებში საზედამხედველო ორგანოების შესვლის აუცილებლობას.
შემაჯამებელ სიტყვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთამინისტრმა აღნიშნა რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებები უნდა იყოს სათანადო დონეზე დაცული.ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა 2016 წლის4 მაისს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა. საკუთარ გამოსვლაშიმას ასევე ხაზი გაუსვა საოკუპაციო ხაზთან არსებულ რთულ ვითარებას, რომელიც დანიელ მიტოვმა და ევროპის საბჭოსგენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ საქართველოში ვიზიტისას მოინახულეს.
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს კონფლიქტზე ევროპის საბჭოსგენერალური მდივნის მე-13 კონსოლიდირებული ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე.
გარდა ამისა, მინისტერიალზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა წლიური ანგარიში ევროპაშიდემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. ევროპისსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ახალმა თავმჯდომარე ქვეყანამ, ესტონეთმა წარადგინა მისი თავმჯდომარეობისპერიოდისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხები. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთამინისტრებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს როლი მიგრანტების კრიზისის საპასუხოდ.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის ქვეყნებისსაგარეო საქმეთა მინისტრებთან. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდა ესტონეთის, თურქეთის, პორტუგალიის,ბოსნია-ჰერცოგოვინის, მალტისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე ესტონეთის სამეფოს საგარეო საქმეთასახელმწიფო მდივანს. შეხვედრებზე განხილული იქნა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში არსებულითანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოსმხარდაჭერისათვის, მათ შორის ევროპის საბჭოს ფორმატში.