პრეზიდენტი თუ შეიწყალებს, მადლობა ივანიშვილს გადაუხადეთ, - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, თამაზ მეჭიაურმა პრეზიდენტის მიერ ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდებულების შესაძლო შეწყალებაზე.
“თუ პრეზიდენტმა კაბელების საქმის მსჯავრდებულები შეიწყალა, ბიძინა ივანიშვილს უნდა გადაუხადოთ მადლობა, ხალხო. იმიტომ, რომ იმან დანიშნა მარგველაშვილი. თუ მარგველაშვილი შეიწყალებს და კარგი კაცია, ე.ი. ბიძინა ივანიშვილს კარგი კადრი შეურჩევია. ის მოსამართლე თუ ცუდია, გალანძღეთ სააკაშვილი, იმიტომ, რომ იმან დანიშნა ის ”, - განაცხადა მეჭიაურმა.