თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, "ხელისუფლებას უნდა დავანახოთ რომ არ ვერიდებით მსგავს უსამართლობას". ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანიამ გადაცემა არჩევანში გააკეთა.
“ეს ეხება ყველა ჩვენგანს, ვინც დღეს ამ გადაცემას უყურებს, ჩვენ თუ არ დავდექით ფეხზე, ჩვენ თუ არ უთხარით ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ახლა არის ამ დანაშაულის სულის ჩამდგმელი, რომ ჩვენ არ გაგიტარებთ, ჩვენ დაგანახებთ ხალხის ძალს და როგორც მოგიყვანეთ ხელისუფლებაში, ისე გაგისტუმრებთ. დავდგეთ ერთად და დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ამას არ ვეგუებით," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.