უკრაინამ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის "მერაბ სოხუმსკის" დეპორტაცია მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
"დღეს "ბორისპოლის" აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქის, ე.წ. კანონიერი ქურდის "მერაბ სოხუმსკის" დეპორტაცია მოხდა, რომელსაც უკრაინაში შესვლა 5 წლის განმავალობაში ეკრძალება", - ნათქვამია უკრაინის შსს-ს განცხადებაში.
ამასთან, ოპერატიული სამსახურის ინფორმაციით, ყოფილ საბჭოთა კავშირს ქვენებში ე.წ. კანონიერი ქურდების წრეებში "მერაბ სოხუმსკი" ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც ე.წ. კანონიერ ქურდად 2001 წელს "აღიარეს".
აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან კიდევ ერთი რუსი კრიმინალური ავტორიტეტის "დედ ჰასანის" ექსტრადაციაც მოხდა.