26 მაისს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის თეატრალური დასი ჩამოვა. 27 და 28 მაისს (18:00 საათზე) ირანელთა შემოქმედებითი ჯგუფი უილიამ შექსპირის ,,მაკბეტის" მიხედვით დადგმულ ტრაგედიას შემოგვთავაზებს. მათ წარმოდგენას ჯერ ილიას სახელმწიფო უნივერშსიტეტის თეატრი (ძველი ,,თეატრალური სარდაფი" ვაკეში) უმასპინძლებს, შემდეგ კი ,,სამეფო უბნის თეატრი". 28 მაისს სწორედ ამ სპექტაკლით დაიხურება 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი ,,არდიფესტი", რომელიც სტარტს 23 მაისიდან აიღებს.
ირანული ,,MAX თეატრის" შემოქმედებითი ჯგუფი ახალგაზრდულია. მისი წევრები თეირანის უნივერსიტეტის მაგისტრანტები არიან. მათ წარმატებულ საქმიანობაზე რამდენიმე გამარჯვება მიანიშნებს: 2010 წლის 31 იავარს 28 th Fajr International Theatre Festival-ის საერთაშორისო ჟიურიმ რეზა სერვატის მიერ უილიამ შექსპირის მიხედვით გაცოცხლებულ ,,მაკბეტს" სპეციალური პრიზი მიანიჭა. წარმოდგენა, რომელიც გაზაფხულზე მონაწილებას მიიღებს ITs FESTIVAL AMSTERDAM 2010-ში, თეირანის მეთორმეტე საერთაშორისო უნივერსტიტეტის თეატრალური ფესტივალის (2009 წლის 25 აპრილიდ _ 2 მაისი) გამარჯვებულია და ირანში პრესტიჟულ საგაზაფხულო სეზონის ღონისძიებაშიც მონაწილებდა. წარმოდგენა საინტერესო უნდა იყო თეატრის ნებისმიერი მოყვარულისთვის, როგორც სტუდენტებისთვის ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის.
ირანელების ,,მაკბეტი" ერთ საათს გრძელდება. მასში გამოყენებულია კინოს მეთოდები: ცვალებადია რაკურსი, პერსპექტივა და განათება, გადიდებულია გამოსახულებათა მასშტაბი, მონაწილეთა მკვეთრ მოძრაობებს მათი შენელებული ქმედება ენაცვლება და ა.შ. სიუჟეტი ხშირად ავანსცენაზე ვითარდება, რათა მაყურებელმა მსახიობთა მოძრაობას თვალი ახლოდან მიადევნოს. ამ ხერხით შემოქმედებით ჯგუფს უნდა, რომ თავიდან აიცილოს ჟესტების გამოყენების კლასიკური მეთოდი. მონაწილეები ოსტატურად იყენებენ სხეულის ენას. სპექტაკლში აქცენტირებულია ის, რაც პიესაში ხაზგასმული არ არის, მაგრამ რეჟისორისთვის ნაწარმოებზე მუშაობის სტიმული აღმოჩნდა. მაგალითად, მისი მაკბეტი სექსულური ენერგიის უკმარისობას განიცდის და მეუღლის გვერდით თავს უხერხულად გრძნობს... პიესის განვითარების ხაზი დაცული არ არის, მაგრამ სპექტაკლში კომბინირებულია ტრაგიკული სცენები, რომლებიც ხშირად გროტესკულია. წარმოდგენა გაფორმებულია ცოცხალი მუსიკით.