„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოში ასობით სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ჩამოვა და ჩაერთვება სრულიად განსხვავებულ საარჩევნო კამპანიაში. უკრაინიდან ჩამოსულმა ყოფილმა ,,ნაციონალმა“ ჟრნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ ეს ადამიანები იქნებიან მოხალისეები.
,,თანამედროვე მსოფლიოში არის პრობლემა პოლიტიკური კლასის დაძველების, დაბერების და მათ აქვთ ინტერესი, დავიწყეთ,პოლიტიკური კლასის განახლება. ეს უნდა გავრცელდეს თანამედროვე მსოფლიოში“,-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოხალისეები მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული პროგრამის შემუშავებაში.
„ყველაზე მაგარი სპეციალისტები ჩამოვლენ, დაწერენ მაგარ ეკონომკურ პროგრამას, პროგრამას განათლების საკითხებზე, ჯანდაცვის რეფორმაზე,სოფლის მეურნეობაზე. ეს ადამიანები მთელ მსოფლიოში დადიან, ძალიან მაღალ ხელფასებს იღებენ, მაგრამ საქართველოში მოხალისეებდა ჩამოვლენ“,-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.