საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ქორწინების ცნებასთან დაკავშირებული სარეფერენდუმო საკითხის დარეგისტრირებაზე იმსჯელებენ.
ცესკოში 22 აპრილს, საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებით, განისაზღვრა კითხვის ფორმულირება, კერძოდ: ”თანახმა ხართ თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის”.
საკითხის რეგისტრაციაში გატარების შესახებ სხდომა ცესკო-ში დღს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.