”თუ მე ვიქნები არჩეული ”ქართული ოცნების” ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის წევრის, თამაზ მეჭიაურის მიერ ბოლო პერიოდში ნატო-სთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, თამაზ მეჭიაურმა საქართველოში მიმდინარე ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებთ, განაცხადა, რომ მასზე რუსეთის რეაქცია ლოგიკურია. მისივე თქით, ნატო არის აბსურდი და უნდა გავაგრძელდეს მოლაპარაკებები რუსეთთან.
„რუსეთი არის მთავარი მოთამაშე რეგიონში. ჩვენს რეგიონში ბევრი ქვეყანაა კონფლიქტში ჩართული, ზოგიერთებს უნდათი რომ საომარი მოქმედებები გადმოანაცვლონ საქართველოში. ნატო-ს სურს, რომ კონფლიქტი საქართველოში გადმოიტანოს და აქ დაუპირისპირდეს რუსეთს. ამ ჩანაფიქრს ხელს უწყობს „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც ჩანერგილია ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის მიერ“,-აღნიშნა დეპუტატმა.