საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ,,მსოფლიო პირველი ბანი პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ბანობას აპირებს“.
პაატა ბურჭულაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შეფასებისას, პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, მეჭიაურმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს მას ხმა არ ამოუღია. დეპუტატი აქვე განმარტავს, რომ ვოკალური მონაცემებს არ გულისხმობს.
,,ყველას აქვს უფლება, იყოს პოლიტიკაში, მათ შორის ბურჭულაძეს, თუმცა მიმაჩნია, რომ ის მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი უფროა, ვიდრე დამოუკიდებელი მოთამაშე. ნაწილობრივ ხელისუფლების მომხრეების ხმებსაც მიიღებს, რადგან ბევრ უჭირს იმის გარკვევა, თუ ვის თამაშს თამაშობს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.