პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტს მოუწევს არჩევანი ლევან მურუსიძესა და ანა დოლიძეს შორის გააკეთოს.
„არ მაქვს იმედი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობს მურუსიძეს და მხარს დაუჭერს დოლიძეს, თუმცა ვფიქრობ, რომ პარლამენტის თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა მურუსიძის მართვის სტილი სასამართლოში შეცვალოს. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნება უზენაესი სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას, თუ დამატებით არ იქნება გამწესებული სამი მოსამართლე, ამიტომ რისკის ქვეშ ნუ დავაყენებთ უზენაეს სასამართლოს”, - განაცხაადა გიორგი აბაშიშვილმა.