ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშს განიხილვისას, ეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასამრთლო რეფორმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სასამართლო კრიზისში შეიყვანა.
სხდომის წამყვანმა, ეკა ბესელიამ თაქთაქიშვილს რეგლამენტის დაცვა და მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა, რასაც ენმ-ის წევრი არ დაემორჩილა. ბესელიამ თაქთაქიშვილს სხდომათა დარბაზის დატოვება მოსთხოვა და მანდატურებს მიმართა. საბოლოოდ ბესლიამ სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და სხდომა შეწყდა.