ამერიკის საელჩო საქართველოში ქართულ-ბრიტანულ-ამერიკულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი 2016“ ეხმაურება.
„დღეს ვაზიანი გრგვინავდა: ადგილზე იყო 120 სამხედრო, საარტილერიო შეიარაღება თვითმფრინავებიდან ცვიოდა, უკრავდა საქართველოს სამხედრო ბენდი და მთავრობის ლიდერები აღნიშნავდნენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების, „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის დაწყებას. წლევანდელი წვრთნები მასშტაბურია, სამჯერ მეტი ამერიკელი ჯარისკაცით, „აბრამსის“ ტანკებითა და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების დამატებით”, - წერს საელჩო ფეისბუქ გვერდზე.