საქართველოს მოქალაქეების მშვიდი ძილი გადის ერთადერთ გზაზე - თანამშრომლობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, - განაცხადა საქ ართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური რეალობა შეიცვალა იმ კუთხით, რომ საქართველომ გაიარა მნიშვნელოვანი პერიოდი და ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად განმტკიცდა.
„ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა წინასაარჩევნო გარემო. ამ გარდამავალ პერიოდში სხვადასხვა განცხადებები, რომლებიც გენერალურ ხაზს და სტრატეგიულ ხაზს არის აცილებული, ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარი არის ის, თუ როგორი იქნება საქართველოს განვითარების ვექტორი და ამ კუთხით საქართველოში შეკითხვები არ არსებობს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვნი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, არ არის მუდმივი ორგანიზმი, ეს არის განახლებადი ორგანიზმი და განახლების პროცესში ვიმყოფებით ჩვენ. ამიტომ ყველანაირი ვაი-ვიში, რომელიც არის ატეხილი ამ საკითხთან დაკავშირებით არის უადგილო, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პოლიტიკურად დამკვიდრების მცდელობას და აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. მე მოვუწოდებდი ყველა იმ ადამიანს, ვინც აბსოლუტურად უაზრო კორიანტელი ატეხა ამ საკითხის გარშემო, რომ შეხედოს ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეხედოს იმ სტრატეგიულ კურსს, რომელსაც ქვეყანა თანმიმდევრულად მიყვება და ამ საკითხში არანაირი გადახვევა არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, გაიგოს ყველამ, რომ საქართველოს უსაფრთხოება და საქართველოს მოქალაქეების მშვიდი ძილი გადის ერთადერთ გზაზე და ეს გზა არის თანამშრომლობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. დღევანდელი სწავლება არის ამის მკაფიო მაგალითი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.