საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე პარლამენტი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დღეს განიხილავს. 81 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი ცვლილებების პროექტი მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას 2020 წლისთვის ითვალისწინებს.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი მაჟორიტარული სესტემის გაუქმებას არ ემხრობა.
არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ საჭირო 113 ხმის მობილიზება ვერ მოხერხდება და ორივე საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება.
ინტერპარტიულ ჯგუფს უკვე მზად აქვს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის შემოღებას ითვალისწინებს.