საქართველოს პრეზიდენეტი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ახალ განკარგულებას სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს. გიორგი მარგველაშვილმა ახალი განკარგულების მაისში გამოცემის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის პირველ განკარგულებას, წინასაარჩევნო თარიღად 8 აგვისტოს გამოცხადების შესახებ, ხელი არ მოაწერა. პრემიერმა პრეზიდენტს სთხოვა წინასაარჩევნო პერიოდად 3 თვე განსაზღვრულიყო.
აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებს შორის ამ ხნის განმავლობაში მწვავე დებატები მიმდინარეობდა. არასამთავრობო სექტორმა მათ კონსულტაციებისაკენ მოუწოდა.
კულუარული ინფორმაციით, კონსულტაციები პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის უკვე მიმდინარეობს და გიორგი მარგველაშვილი ახალ განკარგულებას სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს.