საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საქართველოს ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებს პროდასავლური ორიენტაცია აქვთ, თუმცა დეპუტატის თქმით, მას "გადაჭარბებულად ოპტიმისტურად მიაჩნია ეს ყველაფერი."
"როგორც პრემიერს, ასევე ბატონ ბიძინასაც აქვს პროდასავლური ორიენტაცია. მიუხედავად ჩემი უღრმესი პატივისცემისა ამ პიროვნების მიმართ, მიმაჩნია, რომ ის გადაჭარბებულად ოპტიმისტურად უყურებს ამ ყველაფერს",- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.