9 მაისს, ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკი, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ჰამაჩეკი შეხვედრებს 10 მაისიდან გამართავს. თავდაპირველად ის გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ამის შემდეგ პარლამენტში (თბილისი) თავის ქართველ კოლეგას დავით უსუფაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია იან ჰამაჩეკის საჯარო ლექცია თემაზე - “აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნიდან ევროპულ სახელმწიფომდე – პრაღისა და თბილისის გადმოსახედიდან”.
11 მაისს ჰამაჩეკი დიდ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს მოინახულ