8 მაისს, 15:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ პარტია ”ლიბერალ დემოკრატები” გამართავენ აქციას - ვამხილოთ რუსული ფაშიზმი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის თავმჯდომარე, მუხრან ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს.
"ხვალინდელმა მიტინგმა კრემლის ვაიქართველი ვასალები ააღელვა... მოღალატე სუსტია, ის ვერ უძლებს განსაცდელს და ცდუნებას, ამიტომაც სჩადის უკადრის საქმეს. ხვალიდანვე გაიმართება სხვა და სხვა ჯგუფების აქციები ყურადღების გასაფანტად და ტელესივრცეც აჭრელდება. ასე იქცეოდნენ იგივე გმირები 1991-92 წლებშიც, დახლიჩეს საზოგადოება და დაამხეს სახელმწიფო. ქართველები ვიცნობთ მათ მზაკვრობას და ისინი ვეღარ შეარყევენ ჩვენი ხალხის ერთობას!", -აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, რომ ლიბერალ დემოკრატები 8 მაისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას გეგმავენ. მათი განცხადებით აქციის მნიზანია რუსეთს ფაშიზმის მხელა, ”იგეგმება მეხუთე კოლონის ლუსტრაციაც”.
პარტიის ლიდერების განცხადებით, ამავე დღეს საფუძველი ჩაეყრება ეროვნულ თანხმობას და გაგრძელება საზოგადოების გაერთიანებისთვის ბრძოლა.