NATO-ს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის ასეთ თანმიმდევრულ ათვისებას პროვოკაციულ ნაბიჯად განვიხილავთ, - ამის შესახებ ნათქვამია სუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, 11-დან 26 მაისამდე საქართველოში გასამართ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით.
"NATO-ს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის ასეთ თანმიმდევრულ ათვისებას პროვოკაციულ ნაბიჯად განვიხილავთ, რომელიც კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გაუარესებას ითვალისწინებს, რასაც ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მხრიდან თბილისის რევანშისტული მიზნების ხელშეწყობაც ემატება," - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ნათქვამზე -ვიდრე ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, საქართველოს შეიარაღებული ძალების მისია შეუსრულებელია, ამ მისიის შესრულების საფუძველი კი ქართველი სამხედროებისა და პარტნიორების დახმარებაა.
მოსკოვში საეჭვოდ მიაჩნიათ, რომ ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ 4 მაისს გააკეთა, მაშინ, როდესაც ფოთის პორტში ამერიკული ტანკები შევიდა.