გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან, სავარაუდოდ, რუსმა ოკუპანტებმა, კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ზურაბ ბიბილაშვილის გატაცებას თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ის რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.
ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ისინი ვარაუდობენ, რომ ზურაბ ბიბილაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.