"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეიკრიბებიან. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს გამართვა მას შემდეგ გადაწდა, რაც პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გიორგი ვაშაძემ გააკეთა. როგორც მან განაცხადა, იგი ახალი მოძრაობის შექმნას გეგმავს.
გიორგი ვაშაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დახურულ კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა. ის გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბაშვილს და დავით ბაქრაძეს უპირისპირდება.
პოლიტსაბჭოს სხდომა 20:00 საათისთვის არის დანიშნული.