საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ლუკა კურტანიძე არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ირაკლი ღარიბაშვილიც იყოს, თუმცა მისივე თქმით, მან არ იცის მიმდინარეობს თუ არა კონსულტაიები ამ საკითხზე:
„არაფერი ამ ქვეყანაში და მითუმეტეს პოლიტიკაში გამორიცხული არ არის, მაგრამ ამ თემაზე არავითარი ინფორმაცია არ გამაჩნია...ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ გაანალიზება მიდის ვინ უფრო წარმატებული იყო დღეს არსებული პარლამენტის წევრებისგან, როგორი მოსწრება ჰქონდათ, რა საქმიანობა ჩაატარეს, ამის შეჯამების და გაანალიზების შემდეგ გუნდთან ერთად იქნება შეთანხმებული და ვინ როგორი წარმატებული იყო, ამის მიხედვით დალაგდება“, - განაცხადა კურტანიძემ.