თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ჩემი უწყების კომპეტენციაში არ შედის, - განაცხადფა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.
„ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ კანონით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში. ვერ გავხდები პასუხის გამცემი იმ კითხვებზე, რომელიც გნებავთ ჩემდა სამწუხაროდ, ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ამ პროცესებში სამინისტრო არ ყოფილა ერთი წამითაც კი ჩართული. არც ერთი გადაწყვეტილება სამინისტროს არ მიუღია, არც ერთი გადაწყვეტილების მიღებაზე სამინისტროსთვის არავის მიუმართავს.
გარემოს დაცვის სამინისტრო თუ იქცევა, როგორც ზოგიერთ ქვეყანაშია გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებისა და ლანდშაფტური მოწყობის სამინისტროდ, შინაარსობრივად შეიძლება. როგორც მინისტრმა კომენტარი რომ გავაკეთო, მინიმუმ საკითხი ჩემი განხილული უნდა იყოს. როგორც მოქალაქე, პარასკევს ველოდები ინფორმაციებს იმ ადამიანებისგან, ვინც ეს გადაწყვეტილებები მიიღეს და შემდეგ მოგახსენებთ. შეიძლება, მივიდე პარლამენტში, თუმცა ინფორმაციის მიღებისთვის არ არის აუცილებელი პარლამენტში მისვლა“, - განაცხადა აგულაშვილმა.