თბილისის მერი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მისვლას არ აპირებს. დავით ნარმანიას თქმით, საკრებულოში აუცილებლად მივა, ოღონდ დეკემბრის თვეში, როდესაც თბილისის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.
„მივალ აუცილებლად ოღონდ დეკემბერში, როგორც ეს ჩვენ პრაქტიკად ვაქციეთ. თბილისის მერი საკრებულოში წარდგება წელიწადში ერთხელ, კანონით დადგენილი წესით, დეკემბერში წარვადგენთ ბიუჯეტსაც და პასუხს გავცემთ ყველა იმ კითხვას, რაც დაისმება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის მისვლას რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ითხოვენ.