„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გიორგი ვაშაძის მიერ „ნაცმოძრაობის“ დატოვების შესახებ კომენტარი გააკეთ.
ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური მომავალი არ აქვს.
ჩიქოვანმა დღეს კომენტარი გააკეთა გიორგი ვაშაძის მიერ „ნაცმოძრაობის“ დატოვების შესახებ.
„შეფასებები ზედმეტია. „ნაციონალურ მოძრაობას“ "ბრწყინვალე" სახეები ტოვებენ. რეალურად ამ პარტიას პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია. ხალხმა კარგად დაინახა, თუ რისი შემოქმედები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნისას და შემდეგ, ოპოზიციაში“,-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.