5 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული თბილისი გაიხსნება.
5-დან 9 მაისის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,საერთაშორისო მოდის კვირეულს თბილისის ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კვირეულის ფარგლებში თბილისში ჩამოვლენ დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან. ქვეყნის ისტორიისა და მისი კულტურის უკეთ წარმოჩენის მიზნით, კვირეული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში გაიხსნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, სტუმრები გაეცნობიან ქართულ ფოლკლორს და ეროვნულ სამოსს, დაათვალიერებენ ქვეყნის ღირშესანიშნავ ადგილებს და დააგემოვნებენ ქართული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს.
მოდის კვირეულს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევიან: ლეგენდარული დიზაინერი Herve Leger,ჰელმუტ ნიუტონის მუზად ქცეული მოდელი Sylvia Gobbel და მსოფლიოს სამ ყველაზე გავლენიან მოდისბლოგერს შორის დასახელებული Diane Pernet. Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში, გაიმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები და მასტერკლასები, გამოფენები რამდენიმე ცნობილი დიზაინერის მუდმივმოქმედი ექსპოზიციით, იმუშავებს 2 შოურუმი.
მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები გაშუქდება Vogue.com-ის, Modemonline-ის, Nowfashion-ისონლაინ გამოცემებში. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც დეტალურად გააშუქებენ თბილისში გამართულ ჩვენებებს.