მდინარის მიერ ჩამოტანილი ხე ტყის შეგროვება სავარაუდოდ ფასიანი გახდება. ინიციატივის საპალრამენტო განხილვა უკვე დაწყებულია და კომიტეტების დონეზე მიმდინარეობს.
კანონპროექტთან დაკვშრებით განმარტებები დღეს გარემოს დაცვის მინსტრმა გააკეთა. გიგლა აგულაშვილის განცხადებით, პროცესი მარტივდება, თუმცა მსგავსი საშეშე მასალის ერთი კუბური მეტრი 3 ლარი ეღირება.
„ჩვენი ინიციატივა გულისხმობს ხელმისაწვდომობის გაჩენას ნებისმიერი მოქალაქისათვის. 12 სანტიმეტრზე ზევით დიამეტრის არსებობის შემთხვევაში მოქალაქე შეატყობინებს ეროვნულ სატყეო სააგენტოს. ეროვნული სატყეო სააგენტო აღრიცხავს და შესაბამის ფირნიშს მიანიჭებს ამ რესურსს. ამ ფირნიშების ღირებულება მხოლოდდამხოლოდ 3 ლარი იქნება გადასახდელი ერთ კუბურ მეტრზე", - განაცხადა აგულაშვილმა.