დედაქალაქის მერიის წინ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებული აუქციონის საწინაამდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები მართავენ. მათ „თავისუფალი ზონის“ წევრები შეუერთდნენ.
მერიასთან მობილიზებულია უსაფრთხოების სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია 6 326 495 ლარად გაიყიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტია სავარაუდოდ, ხვალიდან მასშტაბურ აქციებს დაიწყებს.