საქსტატის დეპარტამენტის აღრიცხვის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულია 3 მილიონ 700 ათასი ადამიანი. ამომრჩეველთა სიები იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნა, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 200 ათასით ნაკლებია.
საარჩევნო სიებთან დაკავშირებით განცხადება საქსტატის დირექტორის მოადგილემ გააკეთა.
„განსხვავება არის იმის გამო, რომ სიების შედგენისას ორი სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. იუსტიციის სამინისტრომ საარჩევნო სიების მომზადებისას აკვირდება ადამიანებს, რომელთაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, ვისაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საქსტატი მუდმივ მოსახლეობას თვლის, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე,“- განაცხადა საქსტატის დირექტორის მოადგილემ, თენგიზ ცეკვავამ.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღწერის ჩასატარებლად საჭიროა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქსტატის თანამშრომლების შესვლა.