24 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლთა ამსახველ ფოტოგამოფენას აწყობს. გამოფენა აკადემია L"- ში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით გაიხსნება.
ფოტოგამოფენაზე წერმოდგენილია რუსეთის ე. წ. "მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაციების ამსახველი ფოტოქრონიკა.
ფოტოები გადაღებულია სხვადასხვა დროს: აფხაზეთში (საქართველო), გროზნოში (რუსეთი), ბესლანში (რუსეთი), ცხინვალის რეგიონში (საქართველო).
გამოფენის ავტორი და ორგანიზატორი - საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი (თავმჯდომარე გიორგი გუგუშვილი).
ორგანიზატორთა განცხადებით, ფოტოებზე არ არის მითითებული ფოტორეპორტიორების, ავტორების გვარები, რადგან ამ ფოტოების ავტორი ერთია - რუსეთის იმპერია.