საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ავლაბრის რეზიდენციაში უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ არ ეგულებს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც პოლიტიკური სპექტრი ისე ფართო იყო წარმოდგენილი მედიასაშუალებებში და მათ შორის ტელევიზიებში, როგორიც საქართველოშია.
"მე არ ვიცი და არ ვიცნობ საარჩევნო კამპანიას ბევრგან მსოფლიოში, სადაც ყველა პარტიას ამდენ საათს შეუძლია ყველა არხზე ილაპარაკოს, სადაც ყველა პარტიას შეუძლია ყველა არხზე, მათ შორის ამ არხებისთვის წამგებიანი კუთხით, რეკლამა განათავსოს. ეს, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩათ უცხოელ დამკვირვებლებს", _ განაცხადა პრეზიდენტმა.