24 მაისს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი საკონცერტო ვერსიით წარმოადგენს რუჯერო ლეონკავალოს ოპერას "ჯამბაზები". მონაწილეობენ მომღერლები _ ანზორ ხიდაშელი, ირინე თაბორიძე, სულხან გველესიანი, მამუკა ტეფნაძე, თამაზ საგინაძე.
"ჯამბაზებს" წარუძღვება გერმანიაში მოღვაწე ქართველი დირიჟორი დავით კინწურაშვილი.
31 მაისს კი კონსერვატორიის დიდ დარბაზში ოპერის თეატრი ზაზა კალმახელიძის დირიჟორობით საკონცერტო შესრულებით წარმოადგენს ჯუზეპე ვერდის "რიგოლეტოს". "რიგოლეტოში" იმღერებენ: თეიმურაზ გუგუშვილი, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე, ლეგი იმედაშვილი, ნატალია ვოლჩენკო, ელენე ჯანჯალია, კახაბერ თეთვაძე, ბონდო გოგია, თამაზ საგინაძე, ტარიელ ჭიჭინაძე, ირინე მერაბიშვილი.