ევროსასამართლომ საქართველოდან 7 განმცხადებელზე გადაწყვეტილება გამოიტანა. არამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ინფორმაციით, ევროსასამართლოში შეტანილ სარჩელზე, სახელწოდებით "ფანჯიკიძე და 6 სხვა საქართველოს წინააღმდეგ" განაჩენი გამოიტანა და დარღვეულად სცნო ადამიანის უფლებათა ევოპული კონვენცის მე-6 მუხლი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას ითვალისწინებს.
აღნუშნული საქმე ეხება სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებულებს: არჩილ ფანჯიკიძეს, ზოია ფანჯიკიძეს, გუჯარ ყურაშვილს, კახაბერ ქანთარიას, გიორგი გიორგაძეს, ოთარ მელიქიძესა და იოსებ ნადიაძეს. ისინი იგორ გიორგაძის მომხრეებად ცნეს და მათი დევნა 1999 წლიდან დაიწყო. მოსარჩელეები ჩიოდნენ, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე მათ ვერ ისარგებლეს მათ მიერ არჩეული ადვოკატის მონაწილეობით, ადგილი ჰქონდა დაკავების შემდგომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობას. ფანჯიკიძე, ყურაშვილი და ქანთარია ასევე ამტკიცებდნენ, რომ მათი საქმე არ განიხილა კანონით დადგენილი წესით შექმნილმა სასამართლომ, რადგან განაჩენი გამოიტანა ერთი მოსამართლისა და 2 სახალხო მსაჯულისგან შემდგარმა სასამართლომ.
ევროსასამართლოში კი საქმე ევროსასამართლოს შვიდი მოსამართლისაგან შემდგარმა სექციამ განიხილა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს მოსამართლე ნონა წოწორიაც შედიოდა.
"კონსტიტუციის 42-ე მუსხლის" ინფორმაციით, 1997 წლიდან საქართველოში ძალაში შევიდა "საერთო სასამართლოს შესახებ კანონი", რომლითაც მსაჯულების სასამართლო ძალაში აღარ რჩებოდა. თუმცა, მსაჯულების მონაწილეობით სასამართლო პროცესებიო 2005 წლის მარტამდე გრძელდებოდა.
ევროსასამართლომ ფანჯიკიძის, ყურაშვილისა და ქანთარიას სასაგრებლოდ სახელმწიფოს 2 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. განცხადში მონაწილეებს ასევე უფლება აქვთ, მათი სურვილის შემთხვევაში საქმეები გადაიხედოს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროსასამართლოში განაცხადის წარმდგენებმა 2-დან 3 წლამდე გარკვეული სასჯელი მოიხადეს. დღეისთვის პატიმრობაში კახაბერ ქანთარია რჩება.