"ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს ისტორიული რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსნება ევროკავშირის მიერ გაბედული ნაბიჯი იყო", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა.
ექსპერტის შეფასებით, დიპლომატიურ და საინფორმაციო ასპარეზზე ევროპარლამენტის აღიარება, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოხდიან დიდი წამატება.
"მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის მხრიდან ევროკავშირის მიმართულებით რაიმე პერსპექტიულ ნაბიჯის გადადგმას არ უნდა ველოდოთ. ეს ევროკავშირის მინისტერიალზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც დადასტურა. თუმცა ძალიან პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ევროპა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებს უკვე ოკუპირებულად განიხილავს და არა კონფლიქტურ ზონებად", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
მისივე შეფასებით, აღნიშნული რეზოლუციის მიღება პირველ რიგში ევროკავშირისგან გაბედული ნაბიჯი იყო, ასევე ღიად დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ საქართველოს დეოკუპაციის შესახებ ძალისხმევას გააქტიურებს.
"ის ფაქტი, რომ რუსეთის ეკონომიკის 40-ზე მეტი მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე ენერგორესურსების გასაღების თვალსაზრისით. ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურმა ფაქტორებმა შეიძლება დადებითი წვლილი შეიტანოს და რუსეთი გარკვეულ დათმობაზე წავიდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი საქართველოდან ჯარს გაიყვანს, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესვლასთან შეიძლება კრემლი დათმობაზე წავიდეს", - განაცხადა ჩიტაძემ.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, საქართველოს საკითხი მისთვის უკვე პრესტიჯის საკითხად იქცა და ამ რეზოლუციით ოფიციალურ მოსკოვს მიანიშნა იგი ამ კუთხით დამატებით ბერკეტებს ამოქმედებს და უფრო მომთხოვნი გახდება.