დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქალაქ დუშეთში მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, "არაგველობა" _ "ხალიჩების დღესასწაული" გაიმართება.
დუშეთის ცენტრში მოეწყობა ეთნოგრაფიული ანსამბლების გამოსვლა, ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფინება მხარედმცოდნეობის მუზეუმისა და არქეოლოგიური ბაზის ექსპონატები, იგეგმება ხალხური რეწვის ნიმუშების _ ხალიჩების, ფარდაგების, თექისა და სუვენირების _ გამოფენა-გაყიდვა, კულტურის სახლში ჩატარდება მოსწავლეთა სპექტაკლი, გაიმართება სპორტული ღონისძიებები, მოხდება იმ ობიექტების გახსნა, რომლის აღდგენითი სამუშაო დუშეთში ამ დროისათვის უკვე დასრულებულია.
დღესასწაულზე მიწვეულნი არიან მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, აგრეთვე მწერლები და საზოგადო მოღვაწენი.
ზეიმი 17:00 საათზე გალაკონცერტით დასრულდება.