პარიზში მიმდინარე "როლან გაროსის" საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩებში სამი ქართველიდან ორმა გაიმარჯვა.
ანა ტატიშვილმა ამერიკელ ელისონ რისკეს 7:6, 6:0 მოუგო და მეორე ეტაპზე ტურნირზე 24-ე ნომრად განთესილ რუს ვესნა მანასიევას შეხვდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 137-ეა.
იოლად გაიმარჯვა ოქსანა კალაშნიკოვამ, ვინც ავსტრალიელი შენონდ გოლდასი 6:4, 6:2 დაამარცხა.
კალაშნიკოვას მომდევნო მეტოქე რუმინელი ედინა გალოვიცი იქნება, რომელიც ტურნირზე მესამე რეიტინგის მფლობელია.
პირველივე წრეში დამარცხდა მაკა ჩახნაშვილი. მაკას ქართველთაგან ყველაზე ძლიერი მეტოქე ჰყავდა. ქართველმა ჩოგბურთელმა სლოვაკ ზუზანა კუჩოვასთან, რომელიც მსოფლიოს 106-ე ჩოგანია 2:6, 1:6 წააგო.