სეტყვამ მცხეთის რაიონის სოფელი ნიჩბისიც დააზარალა.
ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად 30-მდე ოჯახი დაზარალდა. მოსახლეობის განმარტებით, ასეთი სეტყვა მათ წლებია არ ახსოვთ.
ვენახები თითქმის მთლიანად განადგურებულია, რის გამოც წელს ყურძნის მოსავალს აღარ ელიან.
სოფელს სეტყვა თავს გუშინ დაატყდა. შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო ქვეყნის რამდენიმე რაიონი მნიშვნელოვნად დაზარალდა