დღეს, 19 მაისს, 16:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი გამართავს პოეტ ჯანო ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - "ზღვა და სივრცე".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ჯანო ჯანელიძის შემოქმედებას საქართველოს დამსახურებული არტისტები მარლენ ეგუტია, ოთარ კოვზირიძე, ნინო გოშაძე და ჯაბა ჯანაშია წარმოადგენენ.
ღონისძიებასI მონაწილეობას საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი", კომპოზიტორი და პიანისტი გიორგი შავერზაშვილი, პიანისტი მარინე შენგელია, ვიოლონჩელისტი გიორგი ჯორჯაძე, საოპერო მომღერლები მარიამ ტურაშვილი და ვახტანგ ჯაშიაშვილი მიიღებენ.