დღეს, 18 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომელიც ქართულ ხალხურ შემოქმედებაში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებულებს მიეძღვნება. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ეს პირველი მცდელობაა საზოგადოებისათვის მოგვეთხრო რეპრესირებულების შესახებ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში თავმოყრილი მასალები, ასევე, რეპრესირებულთა ოჯახებიდან მოძიებული უნიკალური ფოტოები. დამთავლერებელს საშუალება ექნება ფოტომასალასთან ერთად გაეცნოს ტექსტუალურ ინფორმაციას: დოკუმენტებს, რომლებიც ხშირად თან ახლდა დაპატიმრებასა და გადასახლებას, მადლობის სიგელებს, რომელიც გადასახლებულის ან დახვრეტილის ოჯახში მიდიოდა, როგორც დაპატიმრებამდე, ასევე მის შემდეგ.
"ქართველი ფოლკლორისტები, მეცნიერები, ეთნომუსიკოლეგები, ლოტბარები, მომღერლები, მოცეკვავეები, ქორეოგრაფ-ქორეოლოგები, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები: ვახტანგ კოტეტიშვილი, დათაშკა კავსაძე, პლატონ ფანცულაია, ნესტორ კონტრიძე, მიხა ხელაშვილი, საფრანგეთსი ქართველ ტყვეთა მომღერალი გუნდის წევრები და სასულიერო პირები - ძმები კარბელაშვილები _ ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პირებისა, რომელთა ცხოვრების ამსახველ ფოტოქრონიკას დამთვალიერებელი გაეცნობა 18-28 მაისის ჩათვლით", _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.