დღეს, 18 მაისს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება საექსკურსიო ტურის _ "მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში" _პრეზენტაცია.
ცენტრი, როგორც ხელნაწერი კულტურის საგანძურის მცველი, უერთდება მუზეუმების საერთაშორისო დღის აღნიშვნასა და აწყობს საგანმანათლებლო-შემეცნებითი საექსკურსიო ტურის პრეზენტაციას.
ტური მოიცავს ექსპოზიცია "ქართული ხელნაწერის" გაცნობას, ხელნაწერების რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის ჩვენებას, ანიმაციური ფილმის ნახვას ხელნაწერების შექმნის ისტორიაზე, სახალისო "ვორკშოპს" სარესტავრაციო ლაბორატორიაში.