ხვალ, 18 მაისს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალს გახსნის. ფესტივალი ფილარმონიაში საქართველოს კულტურის, ძეგლტა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით 21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ფესტივალზე 80-ზე მეტი მონაწილე იქნება წარმოდგენილი. მათ შორის: ქართული გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, ინსტიტუტები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები.
ღონისძიების მსვლელობის პროცესში, დამთვალიერებელს საშუალება აქვს დაესწროს სხვადასხვა ტიპის აქციებსა და პრეზენტაციებს. სტუმრები გაეცნობიან თანამედროვე ავტორების შემოქმედებას, ლიტერატურულ მიმართულებებს, საგამომცემლო საქმიანობას და სხვა.
თბილისის წიგნის ფესტივალს საფუძველი 12 წლის წინ ჩაეყარა.