ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძვალია ნაპოვნი. თუმცა მისი წარმომავლობა უცნობია.,,რუსთავი 2“ - ის ინფორმაციით, ამის შესახებ კუჭავას ქვრივმა განაცხადა.
დეტალებს არ აკონკრეტებენ სამართალდამცველები, თუმცა აცხადებენ, რომ ადგილიდან მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებებები ამოიღეს, რომელიც უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.
კუჭავას ავტოფარეხში დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ავტოფარეხში სპეციალურმა მოწყობილობამ გეო-რადარმა დააფიქსირა ანომალიური ნივთის არსებობა ბეტონის საფარის ქვეშ.
არის თუ არა კავშირში ეს ნივთმტკიცება ქირია-კუჭავას საქმესთან, ამ დროისთვის გამოძიება არ აკონკრეტებს.