თბილისში 37 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.
გია ჭოიშვილმა თავი ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით, თავის არეში დაიჭრა. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში უგონო მდგომარეობაში ოჯახის წევრებმა იპოვეს. ამ დროისთვის ჭოიშვილი ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაჭრილს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია გვიან ღამით უკვე ჩაუტარდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. საქმეს გლდანი- ნაძალადევის პოლიცია იძიებს.
რა გახდა მამაკაცის თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.