18 მაისს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში (დავით აღმაშენებლის 68) მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ ქართული ხალხური შემოქმედების მოღვაწეებს მიეძღვნება.
გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის მასალის გარდა, ოჯახებიდან მოპოვებულ უნიკალურ ფოტოებსაც აქვეყნებს.
საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ ქართული ხალხური შემოქმედების მოღვაწეებს შორის არიან ფოლკლორისტები, მეცნიერები, ეთნომუსიკოლოგები, ლოტბარები, მომღერლები, მოცეკვავეები, ქორეოგრაფები, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები: ვახტანგ კოტეტიშვილი, დათაშკა კავსაძე, პლატონ ფანცულაია, ნესტორ კონტრიძე, ძმები კარბელაშვილები (სასულიერო პირები), მიხა ხელაშვილი, საფრანგეთში ქართველ ტყვეთა გუნდის წევრები, ჯიღაურის გუნდი და სხვები.