ბრიტანეთის საბჭო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან და დიდი ბრიტანეთის "სარუმ ორკესტრთან" პარტნიორობით წარმოადგენს იაპონელი მევიოლინის კენ აისოსა და ბრიტანელი პიანისტის, დირიჟორისა და კომპოზიტორის ჰოვარდ მუდის კონცერტს. წარმოდგენილი იქნება ბეთჰოვენისა და მენდელსონის ნაწარმოებები.
კენ აისომ ახლახან დაასრულა ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ჰოვარდ მუდიYთავის ახალ ოპერაზე ბრუსელის ოპერის თეატრში მუშაობდა.
კონცერტი ეძღვნება საქველმოქმედო კავშირის "თემი" ოცი წლის იუბილეს. თემი დაარსებულია ნიკა კვაშალის მიერ და აერთიანებს ასამდე ადამიანს, მათ შორის ფიზიკური და გონებრივი შეზღუდულობის მქონე 30 ბავშვს.
მეორე დღეს მუსიკოსები მასტერკლასებს ჩაატარებენ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდებისთვის თბილისში, შემდეგ კი ეწვევიან გრემს და ბავშვებს მუსიკალური ხელოვნების შესახებ ესაუბრებიან.
"სარუმ ორკესტრა" დაარსდა 1986 წელს, და რაც ჰოვარდ მუდი ჩაუდგა სათავეში საკმაოდ წარმატებულია და ცნობილია ინოვაციური მუსიკით.